რეზონანსი
31.08.2026

ნატო მიზნად ისახავს, არქტიკა რუსეთთან დაპირისპირების ახალ ფრონტად გადაქციოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ თებერვალში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაიწყო ოპერაცია „არკტიკის მცველი“, რომლის მიზანიც მაღალ განედებში სამხედრო ყოფნის გაფართოება იყო.

„ჩვენი ჩრდილოეთ საზღვრების უშუალო სიახლოვეს ინტენსიური სამხედრო მზადება მიმდინარეობს. რეგიონის გარეთ მყოფი ქვეყნების მონაწილეობით მასშტაბური, აგრესიული წვრთნები ტარდება და ნატო-ს სამეთაურო და საშტაბო სტრუქტურის ახალი ელემენტები ჩნდება. ასეთი აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთს და ზრდის შეიარაღებული კონფლიქტის რისკს. მოსკოვი, თავის მხრივ, რეგიონში მშვიდობის ზონის შენარჩუნებას ცდილობს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×