
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.
„ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას!
თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ გაქვთ სწავლის, განვითარებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი.
გისურვებთ, რომ ეს გზა იყოს სავსე დიდი გამარჯვებებით, ახალი მეგობრებით, თავგადასავლებით და იმ იდეებით, რომლებიც ჩვენს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის", - წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.