რეზონანსი
25.08.2026

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 488.2 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი; თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი; მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი; ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი; ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი“, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×