
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა რეგულაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალკვალიფიციური უცხოელი მუშაკებისთვის ახალი H-1B ვიზების მისაღებად უპრეცედენტო მაღალი საფასურის, 100 000 დოლარზე მეტის დაწესებას. ეს გადაწყვეტილება სასამართლოებმა ადრე დაბლოკეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოსაკრებელი, რომელიც ტრამპმა პირველად გასულ წელს დროებით დააწესა, მნიშვნელოვნად ზრდის იმ ვიზების ღირებულებას, რომლებზეც ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი სფეროები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.
ტრამპის მიერ დაწესებული დროებითი გადასახადის გაზრდის ვადა სექტემბერში, მისი ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ იწურება. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული წესი, რომელიც ორშაბათს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა, 103 265 დოლარის ოდენობით გადასახადის მუდმივად დაწესებას გულისხმობს. მისი საბოლოო დამტკიცება შესაძლოა წლის ბოლომდე მოხდეს.
ცნობისთვის, ივნისში, ფედერალურმა მოსამართლემ საფასური უკანონოდ ცნო და ტრამპის ადმინისტრაციას მისი დაწესება აუკრძალა. ბოსტონის სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას განიხილავს, ხოლო სხვა სასამართლო განიხილავს, მართალი იყო თუ არა მოსამართლე, როდესაც საფასურის წინააღმდეგ მსხვილი ბიზნესჯგუფის სარჩელი უარყო.