რეზონანსი
24.08.2026

უკრაინამ სამშობლოში 10 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის ცნობით, გათავისუფლებული სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან.

„დღეს, გაცვლის სპეციალური ეტაპის ფარგლებში, ჩვენს 10 მებრძოლს ვაბრუნებთ - ბელარუსის მეშვეობით. ისინი ქვეყანას დონეცკის ოლქში იცავდნენ. ყველა მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა", - წერს ზელენსკი X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×