რეზონანსი
23.08.2026

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას უნდა უპასუხოს, იცოდა თუ არა თავისი გარემოცვის წევრებს შორის შესაძლო კორუფციის შესახებ.

BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.

ყოფილი მინისტრის თქმით, ეს საქმე აჩენს კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ზელენსკი ინფორმირებული თავის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციის თაობაზე.

„მან უპასუხოს ამ კითხვას. მიმაჩნია, რომ ის მზადაა ასეთი კითხვებისთვის. ეს მისი პასუხისმგებლობაა - გვითხრას ყველას, იცოდა თუ არა ამ ყველაფრის შესახებ. მე არ მინდა რაიმე ვარაუდების გამოთქმა", - აცხადებს ფედოროვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×