რეზონანსი
23.08.2026

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების" წინააღმდეგ ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.

„სააკაშვილი ახლის კოალიციას ურტყამს იმ ამოცანით, რომ იგივენაირად გააპარტახებს, როგორც 2019-2021 წლების განმავლობაში ევსაქები გააპარტახა.

ეს ხდება ოპოზიციურ ველზე დაკარგული დომინაციის მოპოვებისთვის.

შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ.

თქვენ გგონიათ ეგ არგუმენტები არ იციან? მანიპულატორი ნარცისია სააკაშვილი! მისი გაღმერთების იძულებას ცდილობს, ფაქტებში გარკვევა კი არ აინტერესებს!" - წერს ჩერგოლეიშვილი.

სააკაშვილს მისი პარტია ექომაგება.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა" ისევ ფულის თემას განაგრძობს და საერთო ბრძოლის დაზიანებას საბანკო მაფიას უკავშირებს. გვარამიას პარტიისთვის კი ეს თემა დახურულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×