რეზონანსი
23.08.2026

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ. ინტერაქციულ რეჟიმში სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს. სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით მოისმინეს მათი მოსაზრებები.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს.

„ახალ თაობასთან კომუნიკაციით არის შესაძლებელი, რომ ერთად ავაშენოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი. ახალგაზრდები სვამენ ისეთ კითხვებს, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე ყოველთვის არსებობდეს პასუხები და ჩვენ მათ ჩვენი პერსპექტივიდან ვესაუბროთ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მოხარული ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდა თაობა მოდის საქართველოში. ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის კითხვა ჰქონდათ. ბევრი კითხვა თავად დავუსვით ახალგაზრდებს და გაგვიკვირდა, ასეთი ასაკის ბავშვებისგან ასეთი სწორი აზროვნება“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×