
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან ზავი „ღალატი იქნება".
როგორც ლავროვმა პარტია "ეძინაია რასიას" ყრილობაზე განაცხადა, მათ მოქალაქეებს ესმით, რისთვის ომობს რუსეთი.
ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას ესმის, რისთვის ვომობთ. თითქოს გინდა კიდეც, როგორც ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების არ გვეშინოდეს, მაგრამ სათავეში ნაცისტური რეჟიმის დატოვება?
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თანხმობას განვაცხადებთ ზავზე საბრძოლო შეხების ხაზის მიღმა ნაცისტური რეჟიმის შენარჩუნების პირობებში“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.