რეზონანსი
22.08.2026

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზის თანახმად, საგანი, რომელშიც ბარიერი აბსოლუტურად ყველა აპლიკანტმა გადალახა ოსური ენაა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს ოსური ენის გამოცდაზე სულ 2 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ორივე მათგანმა წარმატებით დაძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საგანში ჩაჭრის მაჩვენებელი 0%-ს შეადგენს, ხოლო ბარიერის გადალახვის მაჩვენებელი - 100%-ს.

საინტერესოა სხვა საგნების სტატისტიკაც. აბიტურიენტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს ასევე შემდეგ საგნებში:

ლიტერატურა - ბარიერი გადალახა აპლიკანტთა 98.55%-მა.

ქართული ენა და ლიტერატურა - ზღვარი წარმატებით დაძლია 96.77%-მა.

გერმანული ენა - მინიმალური კომპეტენცია დაადასტურა 96.79%-მა.

წყარო: etaloni.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×