რეზონანსი
21.08.2026

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აქინ გურლექის განცხადებით, ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანკარამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.

თურქეთს ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ბრძანება „გენოციდის“ მუხლით ადრეც ჰქონდა გაცემული, რასაც ისრაელი კატეგორიულად უარყოფს.

ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების მორიგი დასტურია, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმასა და ღაზაში საომარი მოქმედებების დაწყებას მოჰყვა.

მას შემდეგ ანკარამ „ჰამასის“ ლიდერები შეიფარა, პრეზიდენტმა ერდოღანმა ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და ისრაელთან სავაჭრო კავშირები თუ პირდაპირი ავიამიმოსვლა სრულად შეწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×