რეზონანსი
21.08.2026

ჩინეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ მუქარას გამოეხმაურა, რომელიც ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ წამოწყებას ეხება და აღნიშნა, რომ სანქციების პოლიტიკა „არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება“.

ოთხშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანის სავაჭრო პარტნიორებს „სერიოზულ ეკონომიკურ ფასს“ გადაახდევინებს, რის შემდეგაც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა პეკინს მოუწოდა, „საერთო პოზიციას გაჰყვეს“.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ლინ ძიანის განცხადებით, სანქციებითა და ზეწოლით საკითხი ვერ გადაწყდება. მან მხარეებს მოუწოდა, დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდნენ და კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზები იპოვონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×