რეზონანსი
21.08.2026

რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ცოლის დამ მოინახულა - ნათია თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება ექს-პრემიერის კიდევ ერთი ადვოკატი მიშა შაყულაშვილი. ციხეში შესვლამდე ის „ტვ პირველთან“ ირწმუნებოდა, რომ რუსთავში ღარიბაშვილის მოსანახულებლად არ ჩასულა.

გამოქვეყნდება თუ არა დღეს ექს-პრემიერის ახალი წერილი? დაიწყო თუ არა რაიმე საგამოძიებო მოქმედებები ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ და რა კორუფციული დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ ყოფილი პრემერისგან? - ეს კითხვები „ტვ პირველმა“ დღეს ღარიბაშვილის ადვოკატებს დაუსვა, თუმცა არც ნათია თამაზაშვილმა და არც მიხეილ შაყულაშვილმა კითხვებს არ უპასუხეს. 

მიშა შაყულაშვილი: - არ მოვსულვარ ღარიბაშვილის მოსანახულებლად.  ყველაფერზე უკომენტაროდ. 

კითხვა: - იმყოფებოდა თუ არა ტარიელ ღარიბაშვილი დაკითხვაზე?

მიშა შაყულაშვილი: - არვიცი, ვერ გეტყვით. 

ნათია თამაზაშვილი: - ამ ეტაპამდე ირაკლის რისი თქმაც უნდოდა გაცხადებული აქვს და დღეს დამატებით ახალს ვერაფერს გეტყვით. 

კითხვა: - ტარიელ ღარიბაშვილი იყო დაკითხვაზე, თუ რაზე საუბრობს ღარიბაშვილი? 

ნათია თამაზაშვილი: - ვერაფერს ვერ გეტყვით. დამატებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით დღეს.

კითხვა: - კორუფციულ დანაშაულზე არ აპირებს რაიმე მეტის თქმას?

ნათია თამაზაშვილი: - ვერ გეტყვით.  

ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ციხიდან ახალ წერილი გაავრცელა, რომელშცი წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან. ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და „ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს“. ამასთან, ექსპრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, „შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×