რეზონანსი
21.08.2026

ოპოზიციაში დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიცია „ცვლილებების“ წევრებს შორის ერთმანეთის მისამართით ღია ბრალდებები ისმის. პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ისინი  საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან გასვრილი. 

„ჩვენ ხომ ვამბობდით არა, რომ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ამ აგენტურას ჰქონდა წართმეული და ბობოქრობდა იქ გვარამია, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ამ კაცს სხვა ამოცანები აქვს? ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ის არის მიტაცებული, რომ იქ ის ბრალი, რაც წაუყენეს, რომ თანხები ჰქონდა მიტაცებული, გაფლანგული და რასაც ედავებოდა „რუსთავი 2“-ის კანონიერი პატრონი. თურმე, სცოდნიათ მშვენივრად, რეალობა რა იყო, თურმე სცოდნიათ, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს. თურმე სცოდნიათ, რომ იმ „მთავარზე“, როცა ოპერატორებს, რიგით ოპერატორებს ხელფასი არ ჰქონდათ,თურმე 80 ათას ლარს იღებდა თვეში გვარამია. მშვენივრად სცოდნიათ, ხმას რატომ არ იღებდნენ მაშინ? მაშინ არ აწყობდათ, ახლა აწყობთ? და გვარამია ახლა რომ ჰყვება, თურმე სააკაშვილი რას წარმოადგენს და მასთან ერთად დამარცხების ფორმულა არისო, რომ იძახის მაშინ რა, არ იცოდა? ამას ხომ ვამბობდით ჩვენ, რომ ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობა, ყველა გასვრილი ამ უბედურებაში, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

„40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება“, - დაწერა გვარამიამ. პასუხად, ანა წითლიძემ „ახალის“ ლიდერს წარსული შეახსენა - „ადამიანი, რომელმაც ჯერ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა“, - წერს წითლიძე სოციალურ ქსელში. მიხეილ სააკაშვილი კი დამარცხების რეპეტიციაზე საუბრობს, გვარამიას ე.წ. ოპოზიციას უწოდებს და ამბობს, რომ მასთან ერთად ბრძოლაში შესვლა საშიშია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×