
დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის კიდევ უფრო მწვავდება. მოსყიდულები, ბინძური ტყუილები, მითვისებული მილიონები და გაძარცვული ტელევიზიები, - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიცია „ცვლილებების“ წევრებს შორის ერთმანეთის მისამართით ღია ბრალდებები ისმის.
„40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება“, - დაწერა გვარამიამ. პასუხად ანა წითლიძემ „ახალის“ ლიდერს წარსული შეახსენა.
პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყიდება.
„უნდა გავასწოროთ ფოკუსი ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმად. არ ემსახურება საერთო ეროვნულ გამარჯვებას“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
„ადამიანი, რომელმაც ჯერ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა“, - წერს წითლიძე სოციალურ ქსელში. მიხეილ სააკაშვილი კი დამარცხების რეპეტიციაზე საუბრობს, გვარამიას ეგრეთწოდებულ ოპოზიციას უწოდებს და ამბობს, რომ მასთან ერთად ბრძოლაში შესვლა საშიშია.