რეზონანსი
21.08.2026

დუმილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რევოლუციის მცდელობები, გარე ძალების ინტერესების გატარება, - ასე აფასებს მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას. გავრცელებულ ტექსტში საუბარია ომის 18 წლისთავის დღეებში ხელისუფლების რიტორიკაზე, რაც მათი შეფასებით, ქვეყანას რუსული აგრესიის წინაშე დაუცველს ტოვებს.

განცხადების ავტორები „რუსთავი 2“-თან კომენტარს არ აკეთებენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ნაცვლად უსაფუძვლო ბრალდებისა, ქვეყნისთვის რეალური საფრთხე ამავე ენჯეოების მხრიდან იმ პერიოდში გამოვლენილი დუმილი, უცხოური ძალების დაკვეთების შესრულება და ხელისუფლების დამხობის მცდელობებია. ქვეყანამ კი ომი სწორედ ხელისუფლების პრინციპული პოზიციით აირიდა.

„ვინ აწერს ამას ხელს? ერთი არის ესტონური „ენჯეოს“ წარმომადგენელი, აქედან გაიქცა და ხუხულაში, ნიფნიფის ხუხულაში დაარეგისტრირა თავისი ორგანიზაცია. მეორე არის ტაივანის წარმომადგენელი საქართველოში და ამბობს, რომ თურმე აქ შიიტ ტერორისტებს ვამზადებთ და ამერიკას ეუბნება, რომ ლამის მოფრინდი და დაბომბე აქაურობაო, აგერ ტერორისტებს ამზადებენო.

აი, ეს ხალხი მერე თავის თავს ამავე განცხადებაში პატრიოტებს უწოდებენ და მერე რა სისულელეებს ლაპარაკობენ და წერენ უკვე ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ამიტომ ამ ადამიანებს აი ერთი რამე ვერ გაიგეს მართმა პატრონებმა ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლოს, ამ ხალხის ნათქვამს რამე გავლენა ქართულ საზოგადოებაზე აქვს თუ არა. არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის, ეს არის ჩვეულებრივი, ესე იგი, უცხოური გავლენის აგენტები, რომელიც ხალხმა უკვე იცის და ამათ, როგორც „ენჯეოებს“ ასე აღარ აღიქვამს უკვე, წავიდა ის დრო“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×