რეზონანსი
20.08.2026

 საქართველოში ომის დაწყების სურვილი მმართველმა გუნდმა ამჯერად ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტის, გიორგი ახობაძის იმ "ფეისბუკ" პოსტში ამოიკითხა, რომლითაც მან საქართველოში უკრაინული დრონების შემოფრენა და აფეთქებები დააანონსა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციონერებისა და მათი მხარდამჭერების მიზანი, უცხო ძალების ინტერესების დაკმაყოფილება და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნა.

გიორგი ახობაძემ გუშინ ჯერ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკრაინისთვის სამხედრო სამიზნეა და მოქალაქეებს აფეთქებების ხმა არ უნდა გაუკვირდეთ. შემდეგ იგივე გაიმეორა კურიერთან სატელეფონო საუბარში. მოგვიანებით კი, მსგავსი შინაარსის ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

ახობაძის განცხადებას ოპოზიცია ღიად არ ემიჯნება. პოლიტიკურ პარტიებში აქტივისტის გამონათქვამი მხოლოდ მის პირად აზრად მიიჩნიეს მმართველი გუნდის შეფასებით კი საქართველოში ომი სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის მხარდამჭერ აქტივისტებს სურთ. სამშობლოს ღალატი გარე ძალების დაკვეთით - ასეთია ხელისუფლების ოპონენტთა მიზანი "ქართული ოცნების" შეფასებით. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცია მზად არის პირადი მიზნებისთვის ქვეყანა ბომბების წვიმისთვის გაწიროს. საპარლამენტო ჯგუფ ხალხის ძალაში კი დღეს ოპოზიციონერებისა და ენჯეოების წარმომადგენელთა სხვა განცხადებებიც გაიხსენეს, როცა ისინი ღიად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

ოპოზიციის აქტივისტმა, გიორგი ახობაძემ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკრაინის სამიზნეებია და უკრაინული დრონების მოფრენას სიხარულითა და ტაშით უნდა შეხვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×