რეზონანსი
20.08.2026

 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით შსს ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებ­ზე.

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე, მიმ­დი­ნა­რე წლის 18 აგ­ვის­ტოს გან­თავ­სე­ბუ­ლი პოს­ტის წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს არა­ერ­თი შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­ნას­წარ ფლობ­დნენ, რო­გორც გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა - სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, ასე­ვე ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე.

რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცია "ტე­ლეგ­რამ­ში" შექ­მნილ ჯგუფ­ში და­ი­გეგ­მა, რომ­ლის წევ­რე­ბიც არი­ან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დე­დის ახლო ნა­თე­სა­ვი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წარ­სულ­ში გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს, რომ­ლი­თაც და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ პრო­ფი­ლი იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, არ ჰყავ­და ახა­ლი მფლო­ბე­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მისი შე­ძე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნო­მე­რი შე­ი­ძი­ნა "ტე­ლეგ­რამ" ჯგუ­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, რის შემ­დე­გაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ პრო­ფილ­ზე შეღ­წე­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ პრო­ფილ­ზე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ამა­ვე ჯგუ­ფის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მყოფ­მა ერთ-ერ­თმა წევ­რმა.

ასე­ვე, ჯგუ­ფის წევ­რებ­მა წარ­სულ­ში გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე გა­ა­აქ­ტი­უ­რეს სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცია (WhatsApp; Viber).

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე სა­კი­თხი არ გა­მო­ი­ყე­ნონ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის­თვის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×