რეზონანსი
20.08.2026

იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც“ კი „ეტლიკინება“ ბიძინას - ხვდებით, როგორი სუსტია ფაქტობრივი მმართველი?!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

ხაბეიშვილის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის უპირისპირდება და ივანიშვილისკენ იშვერს ხელს, როცა ამბობს, რომ ოჯახის განადგურების ეშინია.

“ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის „შეტლიკინებას“ და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას…

რეალურად, ასეთი ყანყალი, „ჯაყჯაყი“ და პატარა წამოყვირებები უნდა „წავახალისოთ“.

მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას „შვილობილის“ განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო…

ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება - სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო…

„ამოდენა შეტლიკინებას“ ნუ დაუკარგავთ.

რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს - იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ… ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ.

სუსტია და თან როგორი სუსტი….”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×