რეზონანსი
20.08.2026

რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს.

„რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება და ამისთვის საპასუხო დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მისი თქმით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად უკრაინის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მხარდასაჭერად მუშაობს.

„იმიტომ, რომ უკრაინას ყველა საშუალება ჰქონდეს, რათა ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა აიცილოს. ეს ყველაზე სასწრაფო პრიორიტეტია“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამეს რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×