რეზონანსი
19.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის გარშემო „ამ ეტაპზე კარგი სიტუაციაა". ეს განცხადება მან თეირანთან დიალოგის შეჩერების ფონზე გააკეთა, მაშინ, როდესაც ჰორმუზის სრუტე მიმდინარე კონფლიქტში კვლავ უმთავრეს დაპირისპირების ზონად რჩება.

„ვფიქრობ, ახლა ვითარება ძალიან კარგია", - აღნიშნა ტრამპმა მედიასთან საუბრისას და დასძინა, რომ დიპლომატიური პროცესი შესაძლოა „გარკვეულ მომენტში" განახლდეს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს „სრულად აკონტროლებს".

„დროდადრო დრონებს ისვრიან", - თქვა ტრამპმა ირანის მხრიდან სრუტეში მოძრაობის შეფერხებაზე. - „მაგრამ იქ გავლის უფლება ყველას არ ექნება".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×