
ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ, მხარდაჭერა გამოუცხადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის მოქმედებებს იძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უზრუნველყოფს მართლმსაჯულებას მათთვის, ვინც მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების მსხვერპლი გახდა“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
„ამ ფუნდამენტური მისიის შესასრულებლად, სასამართლოს მოსამართლეებსა და მოხელეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე ზეწოლის გარეშე“, - აღნიშნეს მათ.
სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს ICC-ის პრეზიდენტს, ტომოკო აკანესა და წამყვან იურისტს, აბდულაიე სეის, რომელიც ღაზაში ისრაელის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების პროცესს უძღვებოდა.