
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეკრებას შეუერთდა და გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადა.
"რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს ჩემგან მხარდაჭერა სჭირდებოდათ და რა თქმა უნდა, უყოყმანოდ მოვაშურე მათ. მე მინდა იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით, ერთი ადამიანი რომ სჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი, მე - მუდამ ვიქნები მათ გვერდით.
ჩვენ არ დაგვიზრდია კარგი გიგა, თამარი, ნიკო და ა.შ. იმისთვის რომ მერე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინოს. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე", - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა. ახლა ოჯახი საქმის თავიდან გამოძიებას ითხოვს.