რეზონანსი
19.08.2026

საზოგადოება ბნელ ძალთა დაპირისპირების კიდევ ერთ სერიას ხედავს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს.

„საზოგადოებისთვის უინტერესოა გარე ძალების რომელი აგენტი, რომელ აგენტს რა ბრალდებას წაუყენებს, ან რა დაპირისპირების ფონზე წარიმართება მათი ურთიერთობები. ერთი ცხადია, რომ ასეთი ძალები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკაში და ერთხელ და სამუდამოდ კოლექტიური ნაცმოძრაობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ოპოზიციის ალიანსის დაშლას „ნაციონალური მოძრაობა“ ნაწილობრივ ადასტურებს. პირდაპირ არ ამბობენ, რომ გაერთიანებიდან გავიდნენ, თუმცა აცხადებენ, რომ ალიანსი უკვე შეფასებულია როგორც უფუნქციო და შესაბამისად სხვებიც არ არიან წევრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×