რეზონანსი
19.08.2026

2026 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 461 გემი შემოვიდა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. „საქსტატის“ ცნობითვე, შემოსული გემების 47.3% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 19.3% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5% - ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

„2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39.1%-ით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34.8%-ით მეტი - კონტეინერმზიდი, 17.3%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 2.3%-ით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი - 65%-ით ნაკლები.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19.1 პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.2% - თურქეთის, 11.3% - ლიბერიის, 7.2% - მალტის, დანარჩენი 47.3% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53.2%-ს შეადგენდა.

ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5.364 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 33.0%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.8% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.5% - თხევადი ტვირთი, ხოლო 21.7% - ნაყარი ტვირთი“, - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×