
12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეში სულ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. ამჯერად, Facebook-ში, დადიანიძის პირად გვერდზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა. Арцыд растаг - ვკითხულობთ პოსტში, რაც ქართულად ნიშნავს - „დრო მოვიდა“. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში დაკარგული ბიჭის ახლობლები წერენ, რომ გურამისთვის მათ მიერ მიწერილი მესიჯებიც წაკითხულია.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, კახა გელაშვილის სახელით, სოციალურ ქსელში ე.წ. ფეიქ-ექაუნთი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ დადიანიძის საქმის გამოძიებაში აქტიურად ჩართული მოქალაქე, კობა ახალაძე აქვეყნებს.
„მეგობრებო, მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით. ყველამ კარგად ვიცით, რამდენიმე დღის წინ გაკეთდა Facebook-ზე კახა გელაშვილის ფეიქ-ექაუნთი, სადაც სახელზე წერია კახა გელაშვილი, ნიქნეიმში წერია „გურიკო 96“ და ნომერი აქვს მითითებული, რომელზეც ისერჩება გურიკო ნინი.
გადავამოწმეთ ეს ნომერი და Viber-ში ექაუნთზე, რომელზეც აუცილებლად თვითონ მომხმარებელმა უნდა დააწეროს სახელი, წერია აი, ეს სახელი - Арцыд растаг. ფაქტია, რომ ძალიან დიდ თამაშთან გვაქვს საქმე და გამოძიებაც ცხელ კვალზე დაადგება“, - ამბობს კობა ახალაძე.