რეზონანსი
18.08.2026

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ექსპრემიერის გუშინდელი წერილი სასპეკულაციოდ იქნა გამოყენებული, ამიტომაც მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე „ჭორაობას“ არ აპირებს. 

„ეს არის რაღაცა ერთგვარი სასპეკულაციო თემა. ამიტომ, რამდენი ადამიანიც არის, რამდენი ინტერესიც არის, რამდენი გემოვნებით პოლიტიკური თუ სხვა სარგებლის მიმღები შეიძლება არსებობდეს, იმდენი ვერსია და იმდენი საჭორაო მასალა შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, მე არ ვაპირებ ამ ჭორაობას, თუ ამ ვესიების, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, იმის აქ ტირაჟირებას.  მის ოჯახს და ზოგადად, არავინ არავის არ ემუქრება. თუ მას აქვს პოლიტიკაში წასვლის სურვილი, მას ჰკითხეთ, მე ნუ მეკითხებით. არ მაქვს არანაირი სურვილი, პატიმრობაში მყოფი ადამიანი რას ლაპარაკობს მის პოლიტიკაში წასვლა-არწასვლაზე ამაზე მე სპეკულაციური ლაპარაკი დავიწყო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ცოტა ხნის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებულ განცხადებას საზოგადოება დღეს იხილავს -  ლილი გელაშვილმა დღეს ყოფილი პრემიერი რუსთავის ციხეში მოინახულა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×