რეზონანსი
18.08.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შინაარსიდან გამომდინარეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შინაარსიდან გამომდინარეობს. ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შესაძლოა ჰქონდეთ (ალიანსში), მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ამ შინაარსის პოლიტიკა და ეს შინაარსი არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისათვის. მადლობა ღმერთს, ამ შინაარს არ უჭერს მხარს საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ეს არჩევნებზეც დაადასტურა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×