რეზონანსი
18.08.2026

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მოდის, დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ჩვენთან, ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძლიერი და ინტენსიური ნალექის შედეგად გამოწვეულ არცერთ პრობლემას არ დატოვებენ უყურადღებოდ.

„ეს ქალაქი ყველასია, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით უნდა დავუდგეთ დედაქალაქს, ერთმანეთს. ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი თბილისი, სადაც რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა არსებობდეს, 24 საათი ხაზზე ვართ, თქვენს სამსახურში, ღია ვართ კომუნიკაციისთვის. არცერთ პრობლემას არ დავტოვებთ უყურადღებოდ. როგორც იცით, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით, გქონდეთ ჩვენი იმედი. არავის დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას დაგეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში.

დედაქალაქში, აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მოდის, დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ჩვენთან, ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებში, ქალაქებში. როდესაც სიძლიერეზე ვსაუბრობ, ეკონომიკურად ძლიერ ქალაქებზე, რა თქმა უნდა, იქ ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაცია უფრო გამართულია, ვიდრე ჩვენთან, იქაც კი პრობლემებია ასეთ დროს“, - აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×