რეზონანსი
18.08.2026

დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 33%-მდე შემცირდა - ეს აშშ-ის საპრეზიდენტო პოსტზე მისი ორივე ვადის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ასეთია Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მონაცემები, რომელიც 17 აგვისტოს დასრულდა. გასულ კვირას ტრამპის მუშაობას პრეზიდენტის პოსტზე რესპონდენტთა 35% იწონებდა.

წინა ჯერზე ტრამპის მოწონების მინიმალური რეიტინგი - ასევე 33% Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში 2017 წლის დეკემბერში, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაფიქსირდა.

Reuters/Ipsos-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ტრამპის მოწონების რეიტინგის შემცირების მთავარი მიზეზი ირანთან გაჭიანურებული ომი გახდა. გამოკითხვის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში კონფლიქტის დასრულებას არ ელოდებიან.

გარდა ამისა, ამერიკელების უკმაყოფილებას საწვავზე ფასების ზრდაც იწვევს, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც აშშ-ისა და ისრაელის ომია ირანთან.

მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ტრამპის მოწონების რეიტინგი 50%-ს აჭარბებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×