რეზონანსი
18.08.2026

ბოლო დღე­ე­ბის გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ნელ-ნელა მო­ი­მა­ტებს.  გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სი­ნოპ­ტი­კო­სი ნინო წვე­რა­ვა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ამინ­დის პროგ­ნოზ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­ზე "ამბებს" ესა­უბ­რა:

"დღე­ი­დან აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს, უკე­თე­სი ამინ­დი გა­მო­ვა, აღარ იქ­ნე­ბა სიგ­რი­ლე. ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის წვი­მა, ტემ­პე­რა­ტუ­რაც ნელ-ნელა მო­ი­მა­ტებს. და­სავ­ლეთ­ში დღეს და ხვალ წვი­მი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

და­სავ­ლეთ­ში სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 33 გრა­დუ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა, რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, 34 გრა­დუ­სამ­დე. ხვალ თბი­ლის­ში 31 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. ზეგ და მა­ზეგ 32-33 გრა­დუ­სი. თუმ­ცა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა თბი­ლის­ში ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. ამ­ხე­ლა სიგ­რი­ლის შემ­დეგ, რომ დათ­ბე­ბა, არის შან­სი იწ­ვი­მოს. ოღონდ ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის, უცებ რომ იწ­ვი­მებს და მალე გა­და­ი­ღებს.

ბოლო პე­რი­ო­დის აგ­ვის­ტო არა­ვის ახ­სოვს ასე­თი, მაგ­რამ სენ­სა­ცი­უ­რი არა­ფე­რი ხდე­ბა. ასე რომ, დათ­ბე­ბა, არ შე­გე­შინ­დეთ", - აღნიშნა ნინო წვერავამ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×