რეზონანსი
17.08.2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.

„კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა. ჩვენ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს - ფაქტობრივად, ორი ძირითადი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ და ერთად დრო გავატარეთ. მე მესმის მისი, მას კი - ჩემი", - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ამერიკის წინა ადმინისტრაციებთან და ლიდერებთან მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა მასთან საერთო ენის გამონახვა შეძლო.

„მას არ მოსწონდა ბაიდენი, არ მოსწონდა ობამა, არ მოსწონდა არავინ, მაგრამ მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი მოქმედებები კი ახლა მხოლოდ უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×