რეზონანსი
17.08.2026

 "სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რია ახალ­გაზ­რდე­ბის უკ­ვა­ლოდ გაქ­რო­ბა. სა­ხელ­მწი­ფო კონ­კრე­ტუ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს, თუ მი­აკ­ვლი­ეს რა­მეს ხო, თუ არა და მორ­ჩა," - ამის შე­სა­ხებ მამა ლე­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ებს იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ პი­როვ­ნე­ბა მო­ნას­ტერ­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს.

მამა ლე­ვა­ნის თქმით, მო­ნას­ტერ­ში ძა­ლით ვე­რა­ვის გა­ა­ჩე­რე­ბენ და ეკ­ლე­სი­ა­ში არა­ვინ შე­ე­გუ­ე­ბა იმ ფაქტს, რომ და­კარ­გუ­ლი პი­რის მშო­ბე­ბი წლე­ბი გლო­ვობ­დნენ და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ლონ.

"და მერე ზოგს ის­რე­ბი მო­ნას­ტერ­ზე გა­და­აქვს, შე­იძ­ლე­ბა იქ იყ­ვეს. ზოგი ახალ­გაზ­რდა სა­მე­ძა­ვო სახ­ლში მუ­შა­ობს და მშობ­ლე­ბი ვე­რა­ფერს ხდე­ბი­ან. თუ ადა­მი­ანს მო­ნას­ტერ­ში ყოფ­ნა უნდა ვინ წა­მო­იყ­ვანს თო­კით. მი­თუ­მე­ტეს რჯუ­ლით ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია არ და­ე­მორ­ჩი­ლოს არა­ვის და წა­ვი­დეს ეკ­ლე­სი­ურ გზა­ზე. და რომც მი­ვი­დეს კი­დეც ვინ­მე ესე მო­ნას­ტერ­ში, იქ უგუ­ლო და ჯა­ლა­თე­ბი კი არ არი­ან წი­ნამ­ძღვრე­ბად, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დედა, მამა, ახ­ლობ­ლე­ბი წლე­ბი გლო­ვობ­დნენ, არ იცოდ­ნენ ცო­ცხა­ლია თუ არა მათი შვი­ლი და ის მო­ნას­ტერ­ში ჰყავ­დეთ. ან თვი­თონ რა გუ­ლით იქ­ნე­ბა და ილო­ცებს. იტყვის აქ ვარ და მორ­ჩა, რა სა­მარ­ცხვი­ნო რა­მეს აკე­თებს?

ჩემი აზ­რით ამ ყვე­ლაფ­რის უკან და­ნა­შა­უ­ლია, რო­მე­ლი არ ვიცი, მაგ­რამ ერთ-ერთი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და მოვა დრო გა­მარ­თლდე­ბა ჩემი ეს სი­ტყვა. ან რა­ღაც გზე­ბია და ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზღვრებს გა­რეთ გაჰ­ყავთ. ან რა­ღაც სექ­ტე­ბი არ­სე­ბობს და სა­დღაც ჰყავთ ეს ხალ­ხი დამ­წყვდე­უ­ლი, ან ანად­გუ­რე­ბენ. ან ორ­გა­ნო­ებს ყი­დი­ან.

ისე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ასე უკ­ვა­ლოდ ქრე­ბოდ­ნენ, აფ­რი­კა­ში ლო­მე­ბია, ვე­ფხვე­ბი და ისი­ნი თუ შე­ჭა­მენ მა­ინც პო­უ­ლო­ბენ რა­ღაც ნა­წი­ლებს, ჩვენ­თან რა აქ­რობს ამ ხალ­ხს? და მერე, აი შე­იძ­ლე­ბა მო­ნას­ტერ­შია, რომ გა­და­ა­ტა­ნი­ნონ ხალ­ხს ყუ­რა­დღე­ბა. 21 სა­უ­კუ­ნეა, რომ თევ­ზა­ობ ფო­ტო­ებს და ვი­დე­ოს გი­ღე­ბენ აბა ორი ნემ­სკა­ვი ხომ არ გი­ყე­ნია და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გაქ­რეს? ამას ჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა," - წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

სა­ვა­რა­უ­დოდ მამა ლე­ვა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რი­კა და­დი­ა­ნი­ძის ფაქტს, რომ­ლის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა და გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×