რეზონანსი
17.08.2026

 სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის N 133 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმის და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველისა რეალიზაცია სატრანსპორტო საშუალებებიდან ხდებოდა.

ინდივიდუალური მეწარმეები (ნ.ტ., კ.ხ, მ.ს) და ბიზნესოპერატორები (შპს "ზურა თელეთი", შპს "კუმისი"), ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდნენ. ამავდროულად გამოვლინდა მაღალი რისკის სურსათის შენახვა/რეალიზაციის და მიკვლევადობის წესების დარღვევა.

კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თავი შეიკავოს სურსათის შეძენისგან იმ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები, ხოლო ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×