რეზონანსი
17.08.2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 3 ადამიანი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ გაჩერებულ ქვეითს ერთდროულად შეეჯახა. შედეგად, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სამმა მამაკაცმა, ერთი კი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულები წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი თბილისში აგრძელებს მკურნალობას, მეორე პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, ხოლო კიდევ ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×