რეზონანსი
17.08.2026

ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებების შესახებ.

მისი თქმით, ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას და წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას.

"აფხაზეთზე ოპოზიციის ახალი გრანდ-ნარატივი უკვე იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის უკან დამალვა აღარ გამოდის: ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“.

ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება.

ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას. წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას. შერიგება არ ნიშნავს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის იდეის ხელის აღებით დაწყებას.

ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ოკუპანტის პასუხისმგებლობის ნაცვლად სულ უფრო ხშირად საქართველოს პასუხისმგებლობაზე გვესაუბრებიან. თითქოს პრობლემა ის არის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვს.

აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის. და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×