რეზონანსი
17.08.2026

დასავლეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები ლათინურ ამერიკაში მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

„იგეგმება რუსეთის დადანაშაულება ვენესუელაში, კოლუმბიასა და მექსიკაში ნარკოკარტელებისა და სხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის იარაღის უკანონო მიწოდებაში“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ მიზნით მათ ტერიტორიაზე უკვე შეაქვთ რუსული წარმოების შეიარაღება, რომელიც მოწინააღმდეგემ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს ჩაიგდო ხელში

უწყების მტკიცებით, პარალელურად, პროვოკაციის ორგანიზატორები ამზადებენ ყალბ აუდიო და ვიდეომასალებს, რომელიც „თითქოსდა ლათინოამერიკელებისთვის შუამავლების მეშვეობით იარაღის გადაცემის ფაქტებს ადასტურებს“.„დასავლეთი გულუბრყვილოდ იმედოვნებს, რომ პროვოკაციის გამოყენებით ლათინური ამერიკის მთავრობებს ანტირუსული კურსის მხარდაჭერისკენ უბიძგებს“, - აცხადებენ უწყებაში.

უწყების მტკიცებით, ორგანიზატორებს მხოლოდ ერთის მიღწევა შეუძლიათ - „კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ მორალური შეზღუდვების არარსებობა და აზროვნების შაბლონურობა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×