რეზონანსი
17.08.2026

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისთვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, საპრიზო თანხების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

„XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის გასაცემი საპრიზო თანხები შემდეგი სახით გადანაწილდა: ფიგურულ ციგურაობაში (წყვილთა ასპარეზობა) II ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზს 51 000 ლარის ოდენობით და დამატებით ფულად პრიზს 449 000 ლარს, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილისთვის   – 6 800 ლარს. ასევე, ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა)  IV ადგილის მფლობელები ფულადი პრიზის სახით მიიღებენ 6 800 ლარს და  დამატებით 50 000 ლარს.  ფიგურულ ციგურაობაში   ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ფულადი პრიზის სახით გადაეცემა 71 400 ლარი.

სამთო-სათხილამურო სპორტის (სლალომი/გიგანტური სლალომი) სახეობაში მონაწილეობისათვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი ფულადი პრიზის სახით მიიღებს 42 840 ლარს, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფი – 28 560 ლარს“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×