
მივხვდი, რომ ესე არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ესე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
აფხაზეთის ომის შესახებ საუბრისას, გვარამიამ განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან ამოიღო შტამპიდან არარატი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად და ასევე, ჩააბარა ყარაბაღი. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.
„ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან მთავარი, რაც გააკეთა - მე ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობების პოლიტიკოსები მინახავს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც რეფორმების მიმართულებით და ბევრი რამ ხდება ამ მხრივ სომხეთში და საერთაშორისო, ასე ვთქვათ უნარებით, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამას, ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის ტრავმების დამარცხება. და ეს გააკეთა მოკლე ვადაში, რაც ძალიან რთული ამბავია. სინამდვილეში, ამას დეკადები სჭირდება, იმიტომ რომ ეს მუშავდება საუკუნეების განმავლობაში, ოღონდ გააკეთა უმოკლეს ვადაში. მაგალითად, არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან. თქვა, რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთანო. კი, ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. ამიტომ თურქეთთან პრობლემა თუ გვინდა რომ გვქონდეს, ეხატოს ეს არარატი, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები. თუ არ გვინდა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენ ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით.
იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით. რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ ნუ მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიულო ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია ქართველებმა ვიდავოთ სომხებს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.