რეზონანსი
16.08.2026

სასწავლო ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო - ამ ობიექტებს ქვემო ქართლში შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასია" აერთიანებს.

სოფელ სარკინეთში მდებარე სასწავლებელში მსურველებს "ფერმერისა" და "რძის პროდუქტების წარმოების" პროფესიულ პროგრამებს სთავაზობენ. სკოლის ბაზაზე არსებულ საწარმოში ყველი და სხვა რძის პროდუქტები ევროპული ტექნოლოგიით მზადდება.

სასწავლო დაწესებულება ორი ქვეყნის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა და სტუდენტებს 2021 წელიდან იღებს. პროგრამები და პრაქტიკული სასწავლო კურსები შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან აგრარულ სკოლა "პლანტაჰოფთან" თანამშრომლობით მომზადდა.

ავტორიზებული სასწავლებელი ის ერთ ერთი ობიექტია, რომელსაც ქვემო ქართლში იგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვია.

50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს "მარნეულის სასურსათო ქარხანა" უკვე ათ წელზე მეტია აწარმოებს. საწარმო ნედლეულს 150-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერისგან იბარებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.

სასოფლო-სამეურნეო კომპანია "ლომთაგორას" საწარმოში კი ქართული ხორბლისა და სიმინდისგან სხვადასხვა სახეობის ფქვილი მზადდება. კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება ხორბლის სელექცია და ახალი ჯიშების გამოცდაა.

ქვემო ქართლის გარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებით ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები ქვეყნის ყველა რეგიონში სარგებლობენ. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ისინი ფინანსურ მხარდაჭერასაც იღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×