რეზონანსი
16.08.2026

, ავტომაგისტრალზე ღამით პოლონური ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დღეს დილით, აღმოსავლეთ უნგრეთში, ქალაქ მეზოკერეშტეს ახლოს, ავტობუსი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა. პოლიციის ცნობით, ავარიის დროს ავტობუსი ქალაქ ნირეგიჰაზას მიმართულებით მიდიოდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ცნობით, ავტობუსში 57 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

ავარიას პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი გამოეხმაურა.

„ღრმა მწუხარებით მივიღე უნგრეთში პოლონური ავტობუსის ავარიის ტრაგიკული ამბავი, რომლის დროსაც ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ", - დაწერა მან X-ზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით უნგრეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×