
კომპანია, "ქონექთი" რომელის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, პირველ განმარტებას აკეთებს.
განცხადების მიხედვით, მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას.
"ქონექთში" ამბნენ, რომ ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთქნ არ თანხმდება და სცდება ქონექთიწ პასუხისმგებლობის ფარგლებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვავრცელებთ შპს „რეპსოლის“ ოფიციალურ განცხადებას:
შპს „რეპსოლი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
ბოლო დროს არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კომპანია ახერხებს საქართველოს მოსახლეობისთვის შეინარჩუნოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი და მოსახლეობას შესთავაზოს ევროპული საწვავი საუკეთესო ფასად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „CONNECT“-ის მეშვეობით.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საბითუმო/კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს 3000-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით.
მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.
გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ შპს „რეპსოლი“ სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს. შესაბამისად, მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა" წერია .