რეზონანსი
15.08.2026

მსოფლიოში ტყის ფართობი დაახლოებით 4 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, ანუ ხმელეთის თითქმის მესამედს. საქართველოში კი ტყის ფონდის ფართობი 3.069.1 ათას ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 2.812.6 ათასი ჰექტარი ტყით არის დაფარული, ეს კი ქვეყნის მთლიანი ფართობის დაახლოებით 43%-ია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტყეები გამოირჩევა მაღალი ბიომრავალფეროვნებით - ქვეყნის ტყეების დაახლოებით 98% ბუნებრივი წარმოშობისაა, რაც იშვიათი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით. გარდა ამისა, ტყის მასივების უმეტესი ნაწილი მთიან რელიეფზეა განთავსებული, რაც მათ განსაკუთრებულ დამცავ და ეკოლოგიურ ფუნქციას ანიჭებს.

ტყის ეროვნული აღრიცხვის ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტყის ფონდის ყველაზე დიდი ფართობი კახეთის რეგიონშია - 283.6 ათასი ჰექტარი, ხოლო ყველაზე მცირე - გურიის რეგიონში (85.4 ათასი ჰექტარი).

როგორია ტყით დაფარული ფართობის მოცულობა რეგიონების მიხედვით: აფხაზეთი - 423.3 ათასი ჰექტარი;  შიდა ქართლი - 274.1; იმერეთი - 269.0; კახეთი - 263.7; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 255.3; რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 254.5; მცხეთა-მთიანეთი - 169.2; აჭარა - 141.8; ქვემო ქართლი - 132.0; სამცხე ჯავახეთი - 117.3; გურია - 82.1 ჰექტარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×