რეზონანსი
15.08.2026

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, ასევე 16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის,  შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×