რეზონანსი
15.08.2026

ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა ქსენოფობიური განცხადებების შეფასებისას. მან ისაუბრა, თუ რას ემსახურება ამჟამად მსგავსი განცხადებები.

„როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, შემდეგ მათ მიიღეს დავალება, რომ ისინი უნდა გაბრაზებულიყვნენ ამაზე და გამხდარიყვნენ ყალბად ანტი რუსები. როგორც სხვა ქვეყნის დამაზიანებელი დავალებების შესრულებისას, შესაბამისად ამ დავალების შესრულებასაც ისინი უმწიკვლოდ შეუდგნენ.

რას ემსახურება ახლა ეს რუსოფობია? - ხომ გახსოვთ, როდესაც ომი დაიწყო 2022 წელს, იყო მცდელობა, ჩვენ ჩავებით რუსეთთან ომში. იყო მცდელობა, ჩვენ დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები რუსეთზე. სწორედ ამასთან უნდა გავავლოთ ჩვენ პარალელი, იმ მოთხოვნასთან სანქციების დაწესებაზე.

ანალოგიურად, ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიური და რუსეთისთვის მტრული სახელმწიფო აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×