რეზონანსი
14.08.2026

იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან  ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობის” მმართველობამდე არსებობდა სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია.

“სახალხო ნდობისა და ადამიანური ურთიერთობების დამქცევები დღეს მორალს გვიკითხავენ. იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან  ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე. არადა, ნაცების მოსვლამდე ცხინვალელები ჩამოდიოდნენ და ციტრუსი „ნისიად“ გაჰქონდათ მათ შორის ჩემი ოჯახიდანაც. არსებობდა ნამდვილი, სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია,” - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×