რეზონანსი
14.08.2026

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში ნიკო ნერგაძესთან ერთად შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ახალი, მე-15 ეპიზოდით გრძელდება. ამ ვიდეო ეპიზოდში კი გაიგებთ, „როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება?“.

შვებულება დასვენების დროა, თუმცა რამდენად კარგად ვიცით, რეალურად რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე? ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ ამ საკითხს იკვლევს და გვიყვება, როგორ დავისვენოთ ისე, რომ შვებულების ეფექტი ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნების შემდეგაც დიდხანს შევინარჩუნოთ.

ვიდეო პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ იმ კითხვებზე პასუხების ძიებას ცდილობს, რომლებსაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვს. პოდკასტში განხილული თემები თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომ არ არის ჭეშმარიტება ყოველთვის შავ-თეთრი.

თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება და მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო პლატფორმებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

გაეცანით „არის ერთი ნიუანსის“ ვიდეო პოდკასტების სრულ ეპიზოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×