რეზონანსი
14.08.2026

ძვირფასო ნიკა გვარამია, რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ეხმაურება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტს, რომ „ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად საზოგადოებას სჭირდება არა დონკიხოტობა ან ჰამლეტობა, არამედ ავთანდილობა, ერთად უნდა დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე“.

როგორც სააკაშვილი წერს, „ჩვენც არ დაგეთანხმებოდით და ყველანი დავრჩებოდით ჩვენს პოზიციაზე და ყველა გავაგრძელებდით ჩვენს გზას. ავთანდილს თუ FB-გვერდი აქვს, არ დათაგოთ, არ შეატყობინოთ“, - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×