რეზონანსი
14.08.2026

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სარეცხი მანქანების თემასა და საქართველოს გზით რუსეთში ჩიპების შეტანის შესახებ გავრცელებულ ვერსიებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ”.

დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთს ჩინეთთან ათასობით კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, საქართველოს ტრანზიტულ მარშრუტად მოაზრება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

"კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ  ჩიპების ამოსაღებად? ყველა სარეცხი მანქანის 80% ჩინეთში მზადდება, თუ მეტი არა. რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვ -! 4000! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა? მძიმე შემთხვევაა, ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ!” - წერს შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×