რეზონანსი
14.08.2026

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. სანდრას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და ვერ გაასწრო მატარებელს.

როგორც "პალიტრავიდეოს" წყარო უყვება, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა და როცა ეს ტრაგედია მოხდა, ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სარკინიგზო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

პალიტრავიდეო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×